მომხმარებლის პირობები

მომხმარებლის პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „წინამდებარე ხელშეკრულება“), ქმნის საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც, „VEON Digital Amsterdam BV“ (VEON Digital, ჩვენ და/ან ისეთი დაკავშირებული ტერმინები, როგორებიცაა, „ჩვენს“ და „ჩვენი“) ვაცხადებთ თანხმობას, მომხმარებელს (თქვენ და/ან ისეთი დაკავშირებული ტერმინები, როგორებიცაა „თქვენი“) მივაწოდოთ VEON აპლიკაცია და მასთან დაკავშირებული პროდუქტები და მომსახურებები (შემდგომში, ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „VEON“).

1. მომხმარებლის პირობები

1.1 იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით მომხმარებლის პირობებსა და წინამდებარე ხელშეკრულების დანარჩენ ნაწილს, ვერ შეძლებთ VEON-ის გამოყენებას. წინამდებარე ხელშეკრულება შეადგენს სავალდებულო სამართლებრივ შეთანხმებას თქვენსა და ჩვენს შორის.

1.2 ჩვენ უფლებამოსილნი ვართ, პერიოდულად შევცვალოთ წინამდებარე ხელშეკრულების პირობები. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით შეტანილ ცვლილებას, თქვენ ვალდებულნი ხართ, შეწყვიტოთ VEON-ის გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ განაგრძობთ VEON-ის გამოყენებას, ჩაითვლება, რომ შეტანილ ცვლილებას ეთანხმებით.

1.3 ჩვენ უფლებამოსილნი ვართ (თუმცა, ამის პირობას არ ვიძლევით), პერიოდულად განვახორციელოთ VEON-ის დამატებითი ან მოდიფიცირებული ელემენტების შეთავაზება. თქვენ შესაძლოა ვეღარ შეძლოთ VEON-ის გამოყენება, განახლების ჩამოტვირთვამდე ან/და წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ ახალ ან რედაქტირებულ პირობებზე თანხმობის დადასტურებამდე, ეს დამოკიდებულია შესაბამის დამატებით ან მოდიფიცირებულ ელემენტზე.

1.4 თქვენ უნდა იყოთ იმ მოწყობილობის მფლობელი ან უნდა მოიპოვოთ იმ მოწყობილობის მფლობელის ნებართვა, რომელზეც ჩამოტვირთავთ VEON-ს და რომლის მეშვეობითაც, გაგაჩნიათ VEON-ზე დაშვება. ნებისმიერ მოწყობილობაზე ან ნებისმიერ მოწყობილობასთან დაკავშირებით, VEON-ის თქვენს მიერ გამოყენებაზე, თავად ხართ პასუხისმგებელი.

1.5 ნებისმიერი მოწყობილობიდან VEON-ით სარგებლობისას გავრცელდება თქვენი სატელეკომუნიკაციო მომსახურების პროვაიდერის წესები და პირობები. შესაძლოა თქვენმა მომსახურების პროვაიდერმა დაგაკისროთ გარკვეული გადასახადი, აღნიშნულ მოწყობილობაზე სატელეკომუნიკაციო დაშვების სანაცვლოდ.

1.6 ჩვენს მიერ, VEON-ის ფარგლებში შეთავაზებულ გარკვეულ ფუნქციონალობებზე შესაძლოა გავრცელდეს დამატებითი წესები და პირობები (პროდუქტთან დაკავშირებული პირობები). ზემოთ აღნიშნული დამატებითი პროდუქტთან დაკავშირებული პირობების ბმულები შეგიძლიათ იხილოთ აქ: [აქ]. აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირობებსა და წინამდებარე ხელშეკრულებას შორის რაიმე წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესაბამის პროდუქტთან დაკავშირებულ პირობებს.

2. რეგისტრაცია და ანგარიში

2.1 VEON-ის გამოყენების მიზნით, თქვენ უნდა დაარეგისტრიროთ ანგარიში VEON Digital-ში, VEON-ის მეშვეობით. ამისათვის, საჭიროა, რომ თქვენ იყოთ:

(a) მინიმუმ 18 წლის (ან სრულწლოვანი თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაში); და

(b) ფიზიკური პირი და არა კომერციული იურიდიული პირი და არა ბიზნეს მომხმარებელი.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებთ, დარეგისტრირებას ვერ შეძლებთ VEON-ზე ან VEON-ის გამოყენების მიზნით. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ანგარიშის დარეგისტრირება და ერთი ანგარიშის ქონა.

2.2 რეგისტრაციისას, მოგეთხოვებათ თქვენთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდება, თავად რეგისტრაციის პროცესში ან/და მოგვიანებით, ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში.

2.3 თქვენ იძლევით გარანტიას იმის თაობაზე, რომ ის ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით თქვენს რეგისტრაციასა და ანგარიშთან დაკავშირებით (თქვენი მონაცემები) სწორი, ზუსტი და სრულია. თქვენ უნდა უზრუნველყოთ თქვენი მონაცემების განახლება თქვენს ანგარიშში.

2.4 თქვენი მონაცემები და სხვა ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ან ვაწარმოებთ VEON-თან დაკავშირებით, შესაძლოა მოიცავდეს ინფორმაციას, ფიზიკური პირების პირადი (პერსონალური) მონაცემების შესახებ. პერსონალური მონაცემების გამოყენება ჩვენს მიერ განხორციელდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. მნიშვნელოვანია, რომ რეგისტრაციამდე წაიკითხოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ვინაიდან აღნიშნული პოლიტიკა არეგულირებს ჩვენს მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების წესს.

2.5 თქვენი ანგარიში წარმოადგენს თქვენს პერსონალურ ანგარიშს და დაუშვებელია თქვენი ანგარიშისა და VEON-ზე დაშვებისა და მისი გამოყენების უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ან მათი გამოყენება ნებისმიერი სხვა პირის მიერ. რეგისტრაციის პროცესის შემადგენელი ნაწილის სახით, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ პაროლი და მომხმარებლის სახელი (ID) (პაროლები), რომლებიც მოგანიჭებთ დაშვებას თქვენს ანგარიშზე და მოგცემთ VEON-ის გამოყენების საშუალებას. თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი პაროლების უსაფრთხოება. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა თქვენი პაროლები გაუმჟღავნდა სხვა პირს, თქვენ ვალდებული ხართ, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ გვაცნობოთ. იმ შემთხვევაში, თუ დააყოვნებთ ზემოთ მითითებული ფაქტის ჩვენთვის შეტყობინებას ან იმ შემთხვევაში, თუ ბრალი მიგიძღვით თქვენი პაროლების სათანადო დაუცველობაში, შესაძლოა პასუხისმგებლობა დაგეკისროთ უფლების ბოროტად გამოყენებაზე ან იმ ნებისმიერ ზარალზე, რომელიც შეიძლება გამოწვეული იქნას ზემოთ მითითებულის შედეგად.

2.6 წინამდებარე ხელშეკრულებების დებულებების თქვენს მიერ მუდმივად დაცვის პირობით, VEON Digital განიჭებთ VEON-ის გამოყენების უფლებას, ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით:

(a) თქვენს მიერ VEON-ის გამოყენების დანიშნულებას უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ თქვენი საკუთარი პირადი გამოყენება და აღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენ არ ხართ უფლებამოსილი, განახორციელოთ VEON-ის გადაყიდვა ან მისი გადაყიდვის მცდელობა, ასევე თქვენ არ გაქვთ უფლება სხვა პირებს დაავალოთ VEON-ის გამოყენება ან უზრუნველყოთ ისინი VEON-ზე დაშვებით, ისევე, როგორც VEON გამოიყენოთ რაიმე ბიზნეს მიზნებისათვის;

(b) თქვენ არ ხართ უფლებამოსილი, განახორციელოთ VEON-ის ნებისმიერი ნაწილის ასლის გაკეთება, გადაცემა, მასზე დაშვების მინიჭება ან მისი ხელახალი დისტრიბუცია, ნებისმიერი საშუალებებით ან ნებისმიერ საშუალებებში.

2.7 ჩვენ უფლებამოსილნი ვართ, დავხუროთ თქვენი ანგარიში, თუ ის არ არის აქტიური 6 თვიანი პერიოდის განმავლობაში და შევწყვიტოთ წინამდებარე ხელშეკრულება.

2.8 იმ შემთხვევებშიც, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა ან ჩვენი პარტნიორები, VEON უფლებამოსილია, მოგთხოვოთ სახელმწიფოს მიერ გაცემული ფოტოსურათიანი საბუთის ან აღიარებული ფორმის სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა და იტოვებს უფლებას, შეაჩეროს ან გააუქმოს თქვენი ანგარიში და/ან VEON-ის თქვენს მიერ გამოყენების უფლება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ იქნება წარდგენილი, VEON-ისათვის გონივრულად დამაკმაყოფილებელი წესით. თქვენ ვალდებული ხართ, ითანამშრომლოთ ჩვენთან და გაიაროთ ჩვენს მიერ ან ჩვენი პარტნიორების მიერ ოპერირებული, ყველა სხვა საიდენტიფიკაციო, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო, თაღლითობისაგან დაცვის ან უსაფრთხოების შესაძლო შემოწმებები.

3. VEON, კონტენტი და მომსახურებები

3.1 VEON თქვენ მოგეწოდათ მხოლოდ „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომიას“ პრინციპის საფუძველზე. ჩვენ უფლებამოსილნი ვართ, პერიოდულად განვახორციელოთ VEON-ის მოდიფიცირება ავტომატურად და ყოველგვარი შეტყობინების გარეშე. მოდიფიკაციებმა შესაძლოა გამოიწვიოს მონაცემების ან კონტენტის დაკარგვა და ფუნქციის ან სარგებლობის დაკარგვა. თქვენ გვანიჭებთ ყველა ზემოთხსენებული მოდიფიკაციების განხორციელების უფლებას და აცხადებთ თანხმობას იმის თაობაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში, ჩვენ არავითარი პასუხისმგებლობა არ უნდა დაგვეკისროს მონაცემების, კონტენტის, ფუნქციის ან სარგებლის რაიმე სახის დანაკარგთან დაკავშირებით.

3.2 VEON-ის გამოყენებისას, თქვენ ვალდებული ხართ, დაიცვათ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა და შესაბამისი კანონმდებლობა.

3.3 თქვენს მიერ VEON-ის გამოყენებაზე თავად ხართ პასუხისმგებელი, იმ შეტყობინებების, ჩატების, კომუნიკაციებისა და ნებისმიერი სხვა კონტენტის (კონტენტი) ჩათვლით, რომლებსაც აქვეყნებთ, წარადგენთ ან აგზავნით VEON-ში ან VEON-ის მეშვეობით (თქვენი კონტენტი). თქვენი კონტენტი მუდმივად უნდა შეესაბამებოდეს VEON-ის გამოყენების პოლტიკას, რომელიც მითითებულია ქვემოთ მოცემულ 5.1. პუნქტში (გამოყენების პოლიტიკა).

3.4 ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი თქვენს კონტენტზე და არ ვახორციელებთ თქვენი კონტენტის ან იმ ნებისმიერი სხვა კონტენტის განხილვას, მონიტორინგს, დამოწმებას ან რეკომენდირებას, რომელსაც მომხმარებლები აქვეყნებენ, წარადგენენ ან აგზავნიან VEON-ში ან VEON-ის მეშვეობით. ზემოთ ხსენებულის დამატებით, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მესამე მხარე პროვაიდერების და/ან რეკლამის განმათავსებლების მიერ მოწოდებულ კონტენტზე VEON-ის ფარგლებში ან VEON-ის მეშვეობით, მესამე მხარის ბრენდირებულ არხში (არხი) შეტანილი კონტენტის ჩათვლით. გარდა ამისა, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი და არავითარ გარანტიას არ ვიძლევით ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მიწოდებული მომსახურებების (მომსახურებები) ხარისხზე, საიმედოობაზე ან შესაფერისობაზე რომლებიც ხელმისაწვდომი გახდა, რეკლამირებული იქნა ან მიბმული იქნა ნებისმიერი არხის ან VEON-ის მეშვეობით. ჩვენარ გაგვაჩნია აღნიშნულ კონტენტზე ან მომსახურებებზე კონტროლის მექანიზმი და არ შეგვიძლია ვუზრუნველყოთ, რომ ზემოთ მითითებული კონტენტი ან მომსახურებები არასოდეს იქნება გამოყენების პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში. ვიტოვებთ უფლებას (თუმცა, არ ვიძლევით ამის უზრუნველყოფის პირობას), ამოვიღოთ ის კონტენტი ან მომსახურებები, რომლებიც ეწინააღმდეგება გამოყენების პოლიტიკას და/ან შევატყობინოთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოყენების პოლიტიკის მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ ან იმ ნებისმიერი თაღლითური ან უკანონო საქმიანობის შესახებ, რომელიც ჩვენთვის ცნობილი გახდება. ჩვენ დავემორჩილებით სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა საჯარო ორგანოების მოთხოვნებს, ისევე როგორც სასამართლოს ბრძანებებსა და სხვა სამართლებრივ მოთხოვნებს, ჩვენი იურიდიული მრჩეველების რეკომენდაციების საფუძველზე. თქვენს მიერ მომსახურებების გამოყენებაზე შესაძლოა გავრცელდეს შესაბამისი მესამე მხარის წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სხვა დებულებები და თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ იცნობთ აღნიშნულ დოკუმენტებს.

3.5 VEON-ზე არსებული კონტენტი შესაძლოა მოიცავდეს ბმულებს, ვებგვერდებსა და სახვა მასალებს რომელიც ოპერირებასაც ანხორციელებს მესამე მხარე. VEON Digital -ს არავითარი კონტროლი არ გააჩნია ზემოთხსენებულ კონტენტზე, ვებგვერდებსა და მასალაზე, მათზე გავრცელდება ცალკეული გამოყენების წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სხვა დებულებები. თქვენ ყოველთვის უნდა გაეცნოთ და შეამოწმოთ აღნიშნული გამოყენების წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სხვა დებულებები ვიდრე მიაწოდებთ რაიმე ინფორმაციას მესამე მხარეს. VEON Digital არ არის პასუხისმგებელი და არ აგებს პასუხს მესამე მხარის ბიზნეს საქმიანობაზე და კონფიდენციალობის დაცვის წესებზე.

4. გამოყენების უფლებები

4.1 თქვენი კონტენტი მუდმივად თქვენს საკუთრებაში რჩება, მაგრამ:

(a) თქვენი კონტენტის VEON-ში ან VEON-ის მეშვეობით გამოქვეყნებით, წარდგენით ან გაგზავნით, თქვენ ჩვენ (აგრეთვე ჩვენს კონტრაგენტებსა და მომწოდებლებს) გვანიჭებთ ყოველგვარი საფასურის გადახდის ვალდებულების დაკისრების გარეშე, საერთაშორისო მაშტაბით, თქვენი კონტენტის გამოყენებისა და დამუშავების უფლებას შეზღუდულ მიზნებისათვის, როგორიცაა VEON-ის ოპერირების, ხელშეწყობა და გაუმჯობესება. სხვა დანარჩენი მიწნებისათვის თქვენი ინფორმაციის მიწოდება და დამუშავება განხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობის, თქვენი თანხმობისა და კონფიდენციალურობის განაცხადის შესაბამისად. და

(b) თქვენი კონტენტის VEON-ის სხვა მომხმარებლებისათვის გაზიარებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას იმის თაობაზე, რომ ზემოთ აღნიშნულ მომხმარებლებს, ყოველგვარი საფასურის გადახდის ვალდებულების დაკისრების გარეშე მიანიჭოთ თქვენი კონტენტის შეუზღუდავი გამოყენების უფლება (ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების ან მომიჯნავე უფლებებისა და ყველა აუცილებელი უარის ან თანხმობის ჩათვლით).

მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ეს შეესაბამება კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და თქვენი ანგარიშის პარამეტრებს.

4.2 VEON-ში ან VEON-ის მეშვეობით, უნდა გამოაქვეყნოთ, წარადგინოთ, გაგზავნოთ და გაიზიაროთ მხოლოდ ის კონტენტი, რომელთან დაკავშირებითაც, გსურთ და შეგიძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების მინიჭება. შესაბამისად, თქვენ იძლევით გარანტიას იმის თაობაზე, რომ თქვენი კონტენტის ნებისმიერი გამოყენება ზემოთ მოცემული 4.1. პუნქტის შესაბამისად არ გამოიწვევს ნებისმიერი მესამე მხარის უფლებების დარღვევას (ინტელექტუალური ან მომიჯნავე უფლებების ჩათვლით) ან არ იქნება სხვაგვარად უკანონო.

4.3 VEON არ წარმოადგენს შენახვის მომსახურებას და ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვუზრუნველვყოფთ თქვენი კონტენტის შენახვას ან ნებისმიერი სხვა კონტენტის ასლების აღდგენას, რომელსაც მომხმარებლები აქვეყნებენ, წარადგენენ ან აგზავნიან VEON-ში ან VEON-ის მეშვეობით. გაითვალისწინეთ, რომ სხვა მომხმარებლებმა შესაძლოა განაგრძონ თქვენი კონტენტის გამოყენება და სხვა პირებს დართონ ამ კონტენტის გამოყენების უფლება დამოუკიდებლად, ზემოთხსენებული კონტენტის VEON-დან წაშლის შემდეგაც კი.

4.4 4.1 პუნქტის გათვალისწინებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას იმის თაობაზე, რომ ყველა უფლება (ინტელექტუალური და მომიჯნავე უფლებების ჩათვლით) VEON-ში და VEON-თან დაკავშირებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს საკუთრებას წარმოადგენს. თქვენ გენიჭებათ არაექსკლუზიური, არაგადაცემადი ლიცენზია ზემოთხსენებულ უფლებებზე მხოლოდ იმ პირობით, თუ აღნიშნული გონივრულად აუცილებელია პირადად თქვენს მიერ, VEON-ის არაკომერციული გამოყენებისათვის, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.

4.5 კანონმდებლობით ნებადართული შემთხვევების გარდა, აკრძალულია VEON-ის ნებისმიერ პროგრამულ უზრუნველყოფაში გამოყენებული კოდის დაშლა, დანაწილება, დაყოფა ან სხვაგვარად მისი შემცირება წაკითხვად ფორმაში, აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის კონსტრუქციის შესწავლის მიზნით და/ან ზემოთ მითითებული პროგრამული უზრუნველყოფის ასლის გაკეთება ან (მთლიანად ან ნაწილობრივ) მასზე დაფუძნებული სხვა პროდუქტების შექმნა.

4.6 VEON Dgital იტოვებს თავისთვის და მისი ლიცენზიის გამცემებისათვის ყველა უფლებას VEON-ში და VEON-თან დაკავშირებით, რომლებიც, წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, გარკვევით არ გენიჭებათ თქვენ.

4.7 VEON-ის სახელწოდება და სავაჭრო ნიშნები (ყველა დაკავშირებული ბრენდირების, ლოგოებისა და დომენური სახელების ჩათვლით) წარმოადგენს „VEON Amsterdam BV “-ის ექსკლუზიურ საკუთრებას.

4.8 ნებისმიერი პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი ინტელექტუალური საკუთრების ან მომიჯნავე უფლებები ირღვევა VEON-ის მომსახურებაში არსებული ნებისმიერი კონტენტით, უნდა დაგვიკავშირდეს ჩვენ და მოგვაწოდოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია წერილობითი ფორმით, მათ შორის:

(a) იმ კონტენტის იდენტიფიკაცია, რომელიც, აღნიშნული პირის განცხადებით, იწვევს დარღვევას და მისი ლოკაცია VEON-ში;

(b) რომელი უფლებები ირღვევა აღნიშნული კონტენტით, ზემოთ მითითებული პირის განცხადების თანახმად; და

(c) მოსარჩელის სრული საკონტაქტო დეტალები (ფაქტიური მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის ჩათვლით).

ჩვენს სამართლებრივ უფლებებთან წინააღმდეგობის გარეშე, VEON Digital-ის მიერ ზომების მიღებამდე, შესაძლოა მოთხოვნილი იქნეს დამატებითი ინფორმაცია და მოქმედებები.

4.9 ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევაჩეროთ ან გავაუქმოთ თქვენი დაშვება VEON-ზე, ნებისმიერ დროს, მხოლოდ ჩვენი შეხედულებისამებრ.

5. გამოყენების პოლიტიკა

5.1 თქვენ აცხადებთ თანხმობას იმის თაობაზე, რომ ყოველთვის :

(a) თქვენი კონტენტი არ უნდა იყოს:

(i) პორნოგრაფიული ან უხამსი ხასიათის;

(ii) მიმართული სხვა პირების ცილისწამების ან შეურაცყოფისაკენ, აგრეთვე, არ უნდა განასახიერებდეს ან უარყოფითად არ უნდა წარმოაჩენდეს სხვა პირებს;

(iii) არ უნდა არღვევდეს კონფიდენციალურობის, მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას ან საჯაროობის ან კონფიდენციალურობის უფლებებს;

(iv) არ უნდა მოიცავდეს წაქეზებას რასობრივი ან რელიგიური სიძულვილისაკენ;

(v) არ უნდა მოიცავდეს მუქარას, ზეწოლას ან დაშინებას;

(vi) არ უნდა იყოს უკანონო ან არ უნდა შეიცავდეს უკანონო მოქმედებისაკენ წაქეზებას, ტერორიზმის ან დანაშაულებრივი ქმედების ჩათვლით; ან

(vii) არ უნდა მოიცავდეს ბიზნესის, პოლიტიკური ან რელიგიური საქმიანობების რეკლამას ან ხელშემწყობ ინფორმაციას;

(b) თქვენ არ უნდა სცადოთ VEON-ის ფუნქციონირების ხელშეშლა ან მისი ფუნქციონირების შეწყვეტა და ვალდებული ხართ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ VEON-ს, უსაფრთხოების ნებისმიერი დარღვევის შემთხვევის შესახებ ან VEON-ის არაავტორიზებული გამოყენების თაობაზე, რომელიც თქვენთვის ცნობილი გახდება; და

(c) თქვენ არ უნდა სცადოთ VEON-ის გამოყენება და არ უნდა გამოიყენოთ ის მესამე მხარის სერვისებისათვის რომლებიც ხელმისაწვდომია VEON-ის მეშვეობით :

(i) ნებისმიერი ისეთი სახით, რომელიც უკანონოა, არღვევს შესაბამის კანონმდებლობას ან არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებას, ან არის თაღლითური, ან ბოროტი განზრახვის, ჰაკერობის ან ვირუსის, ვირუსული ელემენტის, მავნე კოდის ან მავნე მონაცემების VEON-ში შეტანის ჩათვლით, ან ისეთი სახით, რომელიც სხვაგვარად საფრთხეს შეუქმნის ან ზიანს მიაყენებს ჩვენი სისტემების უსაფრთხოებასა და მთლიანობას;

(ii) ნებისმიერი ავტომატიზებული საშუალებებით ან ნებისმიერი ისეთი სახით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჩვენი სისტემების დაზიანება, გათიშვა, შეფერხება ან ჩვენს სისტემებზე არაავტორიზებული დაშვების მცდელობა ან სხვა მომხმარებლების ხელშეშლა;

(iii) ნებისმიერი მომხმარებლისგან ან ჩვენი სისტემებიდან ინფორმაციის ან მონაცემების მოგროვება, მოპოვება ან ამოკრეფა ან VEON-ის გამშვები სერვერებისათვის ან აღნიშნული სერვერებიდან გადაცემების ხელშეშლის მცდელობა;

(iv) ნებისმიერი კომერციული ან ბიზნეს საქმიანობისათვის, სპამის გაგზავნის ან მასობრივი კომუნიკაციების გაგზავნის ჩათვლით, აგრეთვე, კომერციული კომუნიკაციების ან მარკეტინგის ნებისმიერი ფორმის ჩათვლით; ან

(v) VEON-ის მეშვეობით მოპოვებული კონტენტის არაავტორიზებული გამოყენება, არაავტორიზებული ასლების გაკეთება ან დისტრიბუცია ან ყალბი ან პირატული მასალის გადაცემა, აგრეთვე, VEON Digital-ის ან ნებისმიერი მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების ან მომიჯნავე უფლებების ნებისმიერი სხვა სახით დარღვევა.

ზემოთ მითითებული პირობების დაცვა თქვენს მიერ წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ ვალდებულებას და ისინი ზედმიწევნით უნდა იქნას გათვალისწინებული თქვენს მიერ. ზემოთ მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

5.2 იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევთ წინამდებარე ხელშეკრულების 4.2. ან 5.1. პუნქტებს, ჩაითვლება, რომ თქვენ დაარღვიეთ წინამდებარე ხელშეკრულება და ქვემოთ მოცემული მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებულ ჩვენს უფლებასთან დამატებით:

(a) ჩვენ აღვძრავთ სასამართლოში საქმეს თქვენს წინააღმდეგ; და

(b) შესაძლოა დაგეკისროთ დამატებითი სამართლებრივი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩვენს წინაშე, არამედ აგრეთვე სხვა მომხმარებლებისა და სხვა მესამე მხარეების წინაშეც (შემდგომში, ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „დამატებითი მხარეები“), რომლებმაც ასევე შეიძლება წამოიწყონ სამართლებრივი საქმისწარმოება თქვენს წინააღმდეგ.

თქვენს მიერ უნდა ანაზღაურდეს ის ნებისმიერი ზარალი ან ზიანი და ამასთანავე, მოგვცეთ დამატებითი მხარეებისათვის იმ ნებისმიერი ზარალის ან ზიანის ანაზღაურების პირობა, რომელიც შესაძლოა განვიცადოთ ჩვენ ან დამატებითმა მხარეებმა, თქვენს მიერ, 4.2. ან 5.1. პუნქტის დარღვევის შედეგად და წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი სხვა დებულების დარღვევის შედეგად, აგრეთვე, თქვენს მიერ, VEON-ის არასათანადოდ გამოყენების და/ან ნებისმიერი კანონის ან მესამე მხარის უფლებების დარღვევის შედეგად.

5.3 ჩვენ უნდა განვსაზღვროთ თავსებადობა გამოყენების პოლიტიკასთან მხოლოდ ჩვენი შეხედულებისამებრ, გონივრული მოქმედების საფუძველზე. ნებისმიერი პოტენციური დარღვევის განხილვის პროცესში, ჩვენ უფლებამოსილნი ვართ (თუმცა, არ ვიძლევით აღნიშნულის განხორციელების გარანტიას), გავაუქმოთ ან/და წავშალოთ თქვენი კონტენტი, რომელიც, ჩვენი მოსაზრებით, არ შეესაბამება ზემოთხსენებულ პოლიტიკას.

5.4 ჩვენ უფლებამოსილნი ვართ (თუმცა, არ ვიძლევით აღნიშნულის განხორციელების გარანტიას), გამოვიყენოთ ნებისმიერი ტექნიკური საშუალება, გამოყენების პოლიტიკის ამოქმედების მიზნით.

5.5 ნებისმიერი პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ VEON-ში არსებული მასალა ან მის ფარგლებში განხორციელებული მოქმედება არღვევს გამოყენების პოლიტიკას, უნდა დაგვიკავშირდეს და მოგვაწოდოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია წერილობითი ფორმით, მათ შორის:

(a) იმ მასალის ან მოქმედების იდენტიფიკაცია, რომელიც, აღნიშნული პირის განცხადების თანახმად, არღვევს გამოყენების პოლიტიკას და ხსენებული მასალის ან მოქმედების ლოკაცია ან შემთხვევა VEON-ში;

(b) როგორ და რატომ ირღვევა გამოყენების პოლიტიკა აღნიშნული პირის განცხადების თანახმად; და

(c) მოსარჩელის სრული საკონტაქტო დეტალები (ფაქტობრივი მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის ჩათვლით).

ჩვენს სამართლებრივ უფლებებთან წინააღმდეგობის გარეშე, VEON Digital-ის მიერ ზომების მიღებამდე, შესაძლოა მოთხოვნილი იქნეს დამატებითი ინფორმაცია და მოქმედებები.

6. უკუკავშირი

6.1 ტერმინი „უკუკავშირი“ გულისხმობს პროდუქტებთან ან/და მომსახურებებთან (VEON-ის ჩათვლით) დაკავშირებულ ნებისმიერ განცხადებას, ამჟამინდელ ან მომავალ პროდუქტებში ან/და მომსახურებებში, ცვლილებების ან შეთავაზებული ცვლილებების ჩათვლით.

6.2 თქვენს მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი უკუკავშირი არ უნდა ჩაითვალოს კონფიდენციალურ ინფორმაციად და მიღებული და დამუშავებული უნდა იქნეს შეუზღუდავად არაკონფიდენციალურობის საფუძველზე .

6.3 თქვენ აცხადებთ თანხმობას იმის თაობაზე, რომ ჩვენ ან ჩვენს ლიცენზორებს უნდა ჰქონდეთ და უნდა შეინარჩუნონ ყველა საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები (ყველა გამომდინარე და გაუმჯობესებული უფლებების ჩათვლით), თქვენს მიერ ან ნებისმიერი სხვა მხარის მიერ წარმოდგენილ ყველა უკუკავშირთან დაკავშირებით და ამასთანავე, თქვენ ადასტურებთ და აცნობიერებთ, რომ ჩვენ უფლებამოსილები ვართ, აღნიშნული უკუკავშირი გამოივიყენოთ ნებისმიერი მიზნით, მათ შორის (თუმცა, მოცემული ნუსხა ამომწურავი არ არის): ზემოთხსენებული უკუკავშირის შეტანა ან დანერგვა VEON Digital-ის რომელიმე პროდუქტში ან მომსახურებაში და მისი ჩვენება, მარკეტირება, ქველიცენზირება და დისტრიბუცია, ჩვენს მიერ გავრცელებული ან შეთავაზებული ნებისმიერი პროდუქტის ან მომსახურების შემადგენელი ნაწილის სახით.

7. შეწყვეტა და შეჩერება

7.1 7.3. პუნქტის გათვალისწინებით, თქვენ უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ წინამდებარე ხელშეკრულება, თქვენი ანგარიშის გაუქმებით, 10.2. პუნქტის შესაბამისად, ჩვენთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების მეშვეობით ან VEON-ში არსებული იმ ნებისმიერი კონკრეტული შეწყვეტის ოფციის გამოყენებით, რომელიც შესაძლოა ჩვენ გავხადოთ ხელმისაწვდომი.

7.2 7.3. პუნქტის გათვალისწინებით, ჩვენ უფლებამოსილნი ვართ, შევწყვიტოთ წინამდებარე ხელშეკრულება თქვენთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების მეშვეობით, 10.2. პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ:

(a) თქვენ მნიშვნელოვნად ან მუდმივად არღვევთ წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ დებულებას;

(b) ჩვენ განზრახული გვაქვს VEON-ის მიწოდების შეწყვეტა (მთლიანად ან ნაწილობრივ).

7.3 წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა:

(a) გულისხმობს, რომ თქვენ აღარ გექნებათ დაშვება VEON-ზე და ვეღარ შეძლებთ მის გამოყენებას; და

(b) მოგეთხოვებათ VEON-ის დაუყოვნებლივ წაშლა ან ამოღება თქვენი მოწყობილობიდან.

7.4 ჩვენ უფლებამოსილნი ვართ, ნებისმიერ დროს და დაუყოვნებლივ შევაჩეროთ თქვენთვის VEON-ის ყველა ან ნებისმიერი ელემენტის (ელემენტების) მოწოდება იმ შემთხვევაში, თუ არ შეასრულებთ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნებისმიერ დებულებას ან/და იმ შემთხვევაში, თუ სხვა მიზეზით, ჩვენ ამას აუცილებლად ჩავთვლით, VEON-ის უსაფრთხოებისა და მთლიანობის დასაცავად ან მასზე დაკისრებული სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.

8. განცხადება გარანტიების თაობაზე

მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში, VEON Digital-ი არავითარ განცხადებას არ აკეთებს და არავითარ პირობას ან გარანტიას არ გაძლევთ VEON-თან დაკავშირებით, მათ შორის (თუმცა, მოცემული ნუსხა ამომწურავი არ არის): VEON-ის ხარისხთან, ფუნქციონალურობასთან, ხელმისაწვდომობასთან, დაშვებადობასთან ან პერფორმანსთან დაკავშირებით.

VEON-ი მოგეწოდებათ „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომიას“ პრინციპის საფუძველზე.

VEON Digital-ი არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებს VEON-ზე თქვენი დაშვების ან თქვენს მიერ მისი გამოყენების შეუძლებლობის თაობაზე. VEON Digital-ი არ იძლევა გარანტიას იმის თაობაზე, რომ თქვენ შეძლებთ VEON-ზე დაშვებას ან მის გამოყენებას, თქვენს მიერ შერჩეულ დროსა და ადგილზე ან იმის თაობაზე, რომ VEON Digital-ს ექნება სათანადო სიმძლავრე მთლიანობაში ან ნებისმიერ კონკრეტულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ VEON-ის ხარისხი, ფუნქციონალობა, ხელმისაწვდომობა, დაშვებადობა ან პერფორმანსი, თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი ანგარიში, ზემოთ მოცემული 7.1. პუნქტით გათვალისწინებული წესით.

ზოგიერთი იურისდიქციის ფარგლებში, შესაძლოა ავტომატურად წარმოიშვას ან გავრცელდეს გარკვეული გარანტიები, თუ აღნიშნული გარანტიები უარყოფილი არ არის. VEON Digital-ი და მისი ლიცენზორები უარს აცხადებენ და გამორიცხავენ ყველა ასეთ გარანტიას, მკაფიოდ გამოხატულს, ნაგულისხმევს თუ კანონით გათვალისწინებულს, იმ გარანტიების ჩათვლით, რომლებიც წარმოიშობა ვაჭრობის გარიგების პროცესის ან სავაჭრო პროცესების გამოყენების შედეგად, კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში.

იმ იურისდიქციების ფარგლებში, რომლებშიც ნაგულისხმევი გარანტიების უარყოფა ან გარკვეული გარანტიების გამორიცხვა აკრძალულია, VEON Digital-მა უნდა უარყოს და გამორიცხოს გარანტიები, კანონმდებლობით ნებადართული მაქსიმალური განფენილობით.

წინამდებარე მე-8 პუნქტი ძალაში უნდა დარჩეს წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც.

9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

მრავალი იურისდიქციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობა VEON Digital-ს აძლევს ზიანთან დაკავშირებით, საკუთარი პასუხისმგებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას. წინამდებარე ნაწილი ზღუდავს VEON Digital-ის პასუხისმგებლობას. ზემოთხსენებულის მიუხედავად, წინამდებარე მე-9 პუნქტი მოქმედებს მხოლოდ კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობა VEON Digital-ს არ აძლევს საკუთარი პასუხისმგებლობის გარკვეულ გარემოებებში შეზღუდვის შესაძლებლობას, წინამდებარე ნაწილში მოცემული შეზღუდვები ზემოთ აღნიშნულ გარემოებებზე არ გავრცელდება.

წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან VEON Digital-ის მომსახურებიდან გამომდინარე ან წინამდებარე ხელშეკრულებასთან ან VEON Digital-ის მომსახურებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ზიანზე, VEON Digital-ის ან მისი აფილირებული კომპანიების, ლიცენზორების, ლიცენზიის მიმღებების, კონტენტის პროვაიდერების, დისტრიბუტორებისა და მათი შესაბამისი თანამშრომლების, ოფიციალური მოხელეების, დირექტორების, აქციონერების, კონტრაქტორების, აგენტების ან გამყიდველების (შემდგომში, ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „VEON Digital“-ის აფილირებული პირები“) მთლიანი ჯამური პასუხისმგებლობა თქვენს წინაშე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 100 აშშ დოლარს.

ზემოთ მოცემული დებულების გარდა, VEON Digital-ი და VEON Digital-ის აფილირებული პირები არ იქნებიან თქვენს წინაშე პასუხისმგებელნი ნებისმიერ სხვა ზარალთან ან ზიანთან დაკავშირებით, მათ შორის (თუმცა, მოცემული ნუსხა ამომწურავი არ არის): ნებისმიერი არაპირდაპირი, შემთხვევითი, განსაკუთრებული, სამაგალითო, სადამსჯელო ან შედეგობრივი ზიანი (მათ შორის (თუმცა, მოცემული ნუსხა ამომწურავი არ არის): მონაცემების ან კონტენტის ზიანი ან დაკარგვა, თქვენი პროგრამული უზრუნველყოფის, კომპიუტერის, მობილური მოწყობილობის ან სხვა აღჭურვილობის დაზიანება, მონაცემების მოპარვა და უსაფრთხოების დარღვევა), იმ სამართლებრივი თეორიის მიუხედავად, რომელსაც შესაძლოა ნებისმიერი ზემოთ მითითებული ზიანი ეყრდნობოდეს, მათ შორის (თუმცა, მოცემული ნუსხა ამომწურავი არ არის): ხელშეკრულების დარღვევის თეორიები, ბრალეულობა და დაუდევრობა და მიუხედავად იმისა, VEON Digital-ს ეცნობა თუ არა ან მისთვის ცნობილია თუ არა ნებისმიერი ზემოთხსენებული ზიანის დადგომის შესაძლებლობის თაობაზე.

წინამდებარე მე-9 პუნქტი ძალაში უნდა დარჩეს წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც.

10. განცხადებები საავტორო უფლებების დარღვევაზე

10.1 საავტორო უფლებების დარღვევისა და მსგავსი შინაარსის შეტყობინებები უნდა გაეგზავნოს ჩვენს მიერ დანიშნულ აგენტს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ipquestions@veon.com.

10.2 ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმ შეტყობინებების მიღება და იმ ენაზე, რა ენებზეც არის ხელმისაწვდომის აღნიშნული შეთანხმება.

10.3 ჩვენ დაუყოვნებლივ ვუპასუხებთ საავტორო უფლებების დარღვევის განცხადებებს, რომლებზეც შეტყობინება გაგზავნილია ჩვენს მიერ ზემოთ განსაზღვრულ საავტორო უფლებების აგენტთან, “1998 წლის აშშ-ის ციფრული ათასწლეულის საავტორო უფლებების შესახებ კანონის“( U.S. Digital Millennium Copyright Act of 1998 "DMCA") ან შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად.

11. ზოგადი დებულებები

11.1 VEON Digital-ი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს VEON-ის ან მისი რომელიმე ნაწილის წარმოება და მიწოდება.

11.2 თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ნებისმიერი შეტყობინება, რომლის ჩვენთვის წარდგენის ვალდებულებაც გეკისრებათ წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: contact@veon.com. . ჩვენ უფლებამოსილნი ვართ, ნებისმიერი ის შეტყობინება, რომლის თქვენთვის წარდგენის ვალდებულებაც გვეკისრება წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, გავაგზავნოთ შემდეგი მეთოდებიდან, ნებისმიერის გამოყენებით: გამოქვეყნება თქვენს ანგარიშში, ელექტრონული წერილი თქვენს მიერ მოწოდებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და შეტყობინების განთავსება VEON-ში.

11.3 ჩვენ უფლებამოსილნი ვართ, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები გადავცეთ სხვა ორგანიზაციას და ჩვენ ყოველთვის შეგატყობინებთ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთხსენებულ გადაცემას ადგილი ექნება, თუმცა, აღნიშნული არავითარ ზემოქმედებას არ იქონიებს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თქვენს უფლებებზე ან ჩვენს ვალდებულებებზე. ყოველთვის, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება, ჩვენ მოგაწოდებთ წინასწარ შეტყობინებას ზემოთ მითითებულის თაობაზე.

11.4 წინამდებარე შეთანხმება ფორმდება თქვენსა და ჩვენს შორის. არცერთ სხვა პირს არ უნდა გააჩნდეს წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულების ამოქმედების რაიმე უფლება.

11.5 წინამდებარე ხელშეკრულების თითოეული დებულება მოქმედებს განცალკევებით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სასამართლო ან შესაბამისი ორგანო გადაწყვეტს, რომ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულება უკანონოა, დარჩენილი პუნქტები სრულად უნდა დარჩეს ძალაში.

11.6 ჩვენ განზრახული გვაქვს, დავეყრდნოთ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ წერილობით დებულებებს (ზემოთ მოცემული პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ცვლილებების/დამატებების გათვალისწინებით), ჩვენს შორის არსებული სრული შეთანხმების სახით, VEON-თან დაკავშირებით.

11.7 იმ შემთხვევაში, თუ თქვენგან დაჟინებით არ მოვითხოვთ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული და თქვენზე დაკისრებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულებას ან იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვიყენებთ ჩვენს უფლებებს თქვენს წინააღმდეგ, ან იმ შემთხვევაში, თუ დავაყოვნებთ ზემოთხსენებულის განხორციელებას, ეს არ უნდა გულისხმობდეს, რომ ჩვენ უარს ვაცხადებთ ჩვენს უფლებებზე თქვენს წინააღმდეგ და აგრეთვე არ გულისხმობდეს იმას, რომ თქვენ არ ხართ ვალდებული, შეასრულოთ ზემოთ აღნიშნული ვალდებულებები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს წინაშე უარს განვაცხადებთ ჩვენს რომელიმე უფლებაზე, თქვენს მიერ დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, ამას გავაკეთებთ მხოლოდ წერილობითი ფორმით და ზემოთხსენებული არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ ჩვენ ავტომატურად განვაცხადებთ უარს ჩვენს უფლებებზე თქვენს წინააღმდეგ, თქვენს მიერ მოგვიანებით ჩადენილ ნებისმიერ დარღვევასთან დაკავშირებით.

11.8 ჩვენ არ შეგვიძლია ვიკისროთ პასუხისმგებლობა VEON-ის მიუწოდებლობასთან ან ნებისმიერ დაყოვნებასთან დაკავშირებით იმ ფაქტორების მიზეზით, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს და რომლებიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება, მაგალითად, საჯარო საკომუნიკაციო ქსელის პერფორმანსი, გადატვირთულობა ან კავშირის ხარისხი, თქვენი მოწყობილობის პერფორმანსი და ისეთი გაუთვალისწინებელი მოვლენები, როგორებიცაა: არახელსაყრელი ამინდის პირობები ან ტექნიკური გაუმართაობები (ჰაკერების მოქმედების შედეგების ჩათვლით), რომლებმაც შესაძლოა შეაფერხოს ჩვენი საქმიანობა, ჩვენს მიერ გატარებული გონივრული პრევენციული ღონისძიებებისა და მათ დასაძლევად მიღებული ზომების მიუხედავად.

12. დავები

12.1 ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვანხორციელებთ VEON-ის მომხმარებლებს შორის ან მომხმარებლებსა და მესამე მხარეებს შორის დავების განხილვას ან არბიტრაჟს. ნებისმიერი დავები უნდა გადაწყვიტოთ პირდაპირ სხვა მომხმარებლებთან და მესამე მხარეებთან. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მომხმარებელი დაარღვევს ჩვენთან გაფორმებულ წინამდებარე ხელშეკრულებას, ჩვენ უფლებამოსილნი ვართ, თუმცა, არ ვიღებთ ამის განხორციელების ვალდებულებას, აღვძრათ საქმე ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით.

12.2 ჩვენ შევეცდებით გადავჭრათ VEON-ის ჩვენს მიერ მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა ან უთანხმოება სწრაფად და ეფექტურად. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ ნებისმიერი უთანხმოების ჩვენს მიერ გადაჭრის მეთოდი, თქვენ და ჩვენ შესაძლოა შევთანხმდეთ, აღნიშნული საკითხის საარბიტრაჟო სასამართლოსათვის წარდგენის თაობაზე, თუმცა, თქვენ და ჩვენ არ გვეზღუდება საქმის სასამართლოსათვის წარდგენის უფლება.

12.3 წინამდებარე ხელშეკრულებაზე ვრცელდება ინგლისში მოქმედი კანონმდებლობა და თქვენ და ჩვენ ვაცხადებთ თანხმობას იმის თაობაზე, რომ დავექვემდებაროთ ინგლისსა და უელსში მოქმედი სასამართლოების არაექსკლუზიურ იურისდიქციას. ზემოთხსენებული გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ან ჩვენ შეგვიძლია, წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, სამართლებრივი საქმის აღძვრა, მისაღები სასამართლო იქნებოდა ინგლისში მოქმედი სასამართლო, თუმცა, თქვენ ან ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია, საქმე აღვძრათ სხვა ქვეყანაში, თუ მისი სასამართლოები მიიღებენ შესაბამის სარჩელს.