VEON-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

უკანასკნელად განახლებულია: 25/05/2018

VEON Digital Amsterdam BV (“VEON Digital”, „ჩვენ“, „ჩვენს“, „ჩვენი“) უზრუნველყოფს VEON პლატფორმას (“VEON”). VEON Digital აკონტროლებს ჩვენ მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ზოგადი მონაცემების დაცვის რეგულაციის (“GDPR”). გათვალისწინებით.

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, დავიცვათ და პატივი ვცეთ თქვენს პირად მონაცემებს. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე პოლიტიკა, მასში განმარტებულია, თუ როგორ ვახორციელებთ თქვენთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებას. VEON-ის ჩამოტვირთვითა და გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ჩვენს მიერ, თქვენთან დაკავშირებული ინფორმაციის (როგორც ეს წინამდებარე დოკუმენტშია განმარტებული) შეგროვებას, დამუშავებას, გამოყენებასა და შენახვას.

ჩვენ დროდადრო ვდებთ ან ვიღებთ ჩვენი პარტნიორი ქსელების, სარეკლამო კომპანიების და ფილიალების ვებგვერდების ან აპლიკაციების ბმულებს, რაც ჩვენი აზრით თქვენთვის საინტერესო იქნება. თუკი მიყვებით ამ რომელიმე ვებგვერდის ან აპლიკაციის ბმულს, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ მათ აქვთ კონფიდენციალურობის თავიანთი პოლიტიკა. გთხოვთ, შეამოწმოთ ვებგვერდების ან აპლიკაციების ეს პოლიტიკა რაიმე ინფორმაციის წარდგენამდე - ჩვენ არ ვიღებთ რაიმე პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას სხვა ვებგვერდების ან აპლიკაციების კონფიდენციალურობის პრაქტიკაზე.

ჩვენს მიერ მოგროვებული ინფორმაციის ტიპები და როგორ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას.

ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას, თქვენ მიერ VEON-ის აპლიკაციის გამოყენებისას, როგორიცაა დარეგისტრირება, მიმოწერა (მათ შორის, ის ვისაც წერთ ან ესაუბრებით და ზარების ხანგრძლივობა), თქვენი მოწყობილობა და მისი ტექნიკური პარამეტრები, თქვენ მიერ VEON-ის გამოყენება და დაკავშირებული სერვერით შესვლები, თქვენი ტრანზაქციების ისტორია და - კონკრეტულ შემთხვევებში - თქვენი ადგილმდებარეობა. ყოველივე ეს ჩამოთვლილია ქვემოთ:

(ერთად, „ადგილმდებარეობის ინფორმაცია“)

ჩვენ (და ჩვენი მომსახურების პროვაიდერები) თქვენს ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციას ვიყენებთ იმისათვის, რომ მოგაწოდოთ თქვენს ადგილმდებარეობაზე დამოკიდებული ფინქციონალები („ლოკაციის ფუნქციონალები“) და თქვენი თანხმობით VEON-ის მეშვეობით, მოგაწოდოთ პერსონალიზებული, მახლობლად მდებარე ის მომსახურებები ან დამატებითი მომსახურებები („ლოკაციის დამატებითი მომსახურებები“)(მარკეტინგის ჩათვლით), რომლებიც, ჩვენი აზრით, მოგეწონებათ. თუ ეს შესაძლებელია, ჩვენ შეიძლება თქვენი ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული მონაცემები გამოვიყენოთ აგრეთვე იმ კონტენტის ან მომსახურებების გაუმჯობესების ან ლოკალიზების მიზნით, რომლებსაც თქვენ იყენებთ VEON-ში. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი GPS მდებარეობის, ან ლოკაციის ფუნქციონალების ჩვენთან გაზიარება, შეგიძლიათ გამორთოთ GPS ფუნქცია თქვენს მობილურ მოწყობილობაზე, ან შესაბამისი ლოკაციის ფუნქციონალი VEON-ში. იმ შემთხვევაში, თუ სხვაგვარად გსურთ ჩვენს მიერ, ლოკაციის დამატებითი მომსახურებების მისაღბად, მობილური ტელეფონის ლოკაციის მონაცემების გამოყენების შესახებ თქვენი თანხმობის გაუქმება, ამისათვის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეხვიდეთ VEON-ის პარამეტრების სამართლებრივ ნაწილში, თანხმობების განყოფილებაში.

სხვა სპეციალური ინფორმაცია: ჩვენ შეიძლება ჩავატაროთ გამოკითხვები ან მოვიპოვოთ სხვა უკუკავშირის ინფორმაცია, კომენტარები და ინფორმაცია VEON-ის ან ვებგვერდების ან სხვა პლატფორმების საშუალებით. ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას თქვენი საჭიროებების განსაზღვრისათვის, გავიგოთ თუ რა მუშაობს კარგად, რა სახის გაუმჯობესებებია შესაძლებელი, თქვენი როგორც მომხმარებლის გამოცდილების გაზრდის ან VEON-ის გაუმჯობესების მიზნით. თქვენ მიერ მარკეტინგის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ამ ინფორმაციის გამოყენება თქვენთვის მარკეტინგის შესახებ ინფორმაციის უზრუნველსაყოფად, VEON-ის ქვემოთ მოცემული პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრისა და მარკეტინგის განყოფილების შესაბამისად.

სტრუქტურირებული და ანონიმური მონაცემები: ჩვენ გამოვიყენებთ ზემოთ მოცემულ ინფორმაციას სტრუქტურირებული და ანონიმური მონაცემების შესაქმნელად, შიდა ბიზნესის დაგეგმარების მიზნით ანალიზისა და ანგარიშების წარსადგენად და იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება VEON-ის აპლიკაციის გაუმჯობესება მომხმარებლებისათვის.

ჩვენ ასევე გამოვიყენებთ ზემოთ მოცემულ ინფორმაციას თქვენთან დასაკავშირებლად ან ინფორმაციის მოსაწოდებლად VEON-ის ახალი გაუმჯობესებების, ფუნქციების ან სხვა მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ.

VEON-ის პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარი და მარკეტინგი და ინდივიდუალური კონტენტი

ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს ინფორმაციას მარკეტინგული მიზნებისთვის, როგორც ეს ქვემოთაა მოცემული. თქვენ უფლება გაქვთ შეცვალოთ თქვენი თანხმობა ნებისმიერ დროს, VEON-ის პარამეტრების Legal and Consents განყოფილებაში, თუ არ გსურთ თქვენი ინფორმაციის მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენება.

სამეთვალყურეო ტექნოლოგიები

ჩვენ და ჩვენი მომსახურების მომწოდებელი მესამე პირები, ვიყენებთ ისეთ მიდევნების ტექნოლოგიებს, როგორიცაა მობილური SDKs (რომელიც აგროვებს მობილური მოწყობილობების მაიდენთიფიცირებელ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა სარეკლამო იდენთიფიკატორები iOS-ზე და Android-ზე) და სხვა მსგავსი ტექნიკური მიდევნების საშუალებები, რათა გავაუმჯობესოთ თვქნს მიერ VEON-ის გამოყენების გამოცდილება.

როგორ ვაზიარებთ თქვენს ინფორმაციას

ჩვენ ვაზიარებთ თქვენს ინფორმაციას - მათ შორის თქვენზე დამატებით ინფორმაციას - შერჩეულ მესამე მხარეებთან, შემდეგი სახით:

ჩვენს მომმარაგებლებსა და სერვისის მომწოდებლებთან, ვინც გვეხმარება VEON-ის აპლიკაციის მართვასა და გაუმჯობესებაში, როგორიცაა:

თუკი ამას კანონი მოითხოვს, ან თუკი გვჯერა, რომ მსგავსი ქმედება გამართლებულია, ჩვენ გავაზიარებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებთან, საჯარო ხელისუფლებასთან ან სხვა ორგანიზაციებთან, შემდეგი მიზნებისათვის:

ჩვენ ასევე გავუზიარებთ ინფორმაციას მესამე მხარეს, როცა:

სად ვათავსებთ თქვენს ინფორმაციას

ჩვენ უზრუნველვყოფთ გლობალურ სერვისს, ამიტომაც მაშინ როცა თქვენი ინფორმაციის ძირითადი ნაწილი მუშავდება გერმანიაში, ირლანდიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში არსებულ სერვერებზე, თქვენგან მიღებული ინფორმაციის ნაწილი გადაიცემა და ინახება თქვენი ქვეყნის გარეთ და ევროპის ეკონომიკური სივრცის ("EEA") მომხმარებლებისათვის, EEA-ის გარეთ, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკრაინაში, რუსეთში, საქართველოსა და პაკისტანში. ევროპის მონაცემთა დაცვის კანონთან შესაბამისობის მიზნით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ EEA-დან პერსონალური ინფორმაციის გადაცემა ექვემდებარებოდეს ევროკომისიის შეთანხმებებს, მესამე ქვეყნებთან მონაცემების გადაცემის შესახებ, ევროკავშირის სამართლის შესაბამისად. ეს შეთანხმებები მოიცავენ ვალდებულებებს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ - თუ გსურთ იხილოთ ასლი, გთხოვთ მიწეროთ contact@veon.com. ევროკავშირის გარეთ პერსონალური ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებული ევროკავშირის სტანდარტული ხელშეკრულებების დებულებები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

თქვენთან დაკავშირებული ინფორმაციის უსაფრთხოება.

სამწუხაროდ, ინფორმაციის გადაცემა ინტერნეტის მეშვეობით სრულიად უსაფრთხო არ არის. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, თქვენთან დაკავშირებული ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა, არ შეგვიძლია VEON-ის მეშვეობით გადაცემული თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოების გარანტირება. ნებისმიერ ასეთ გადაცემასთან დაკავშირებულ რისკზე თავად ხართ პასუხისმგებელი. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენი კონტროლის ქვეშ და ჩვენს ხელთ არსებულ მკაცრ პროცედურებსა და უსაფრთხოების ფუნქციებს იმისათვის, რომ შევეცადოთ თქვენთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე არაავტორიზებული დაშვების თავიდან აცილებას.

მონაცემების შენახვა

ჩვენ შევინახავთ თქვენთან დაკავშირებულ ინფორმაციას, თქვენთვის VEON-ისა და საბაზრო შეთავაზებებისა და აქციების მოწოდების მიზნით იმ შემთხვევაში, თუ თანხმობა გაქვთ გაცხადებული ზემოთ მითითებულის მიღებაზე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ანგარიში არ არის აქტიური ერთ წელიწადზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ჩვენ წავშლით თქვენთან დაკავშირებულ ინფორმაციას, თუ მისი შენახვა არ გვევალება მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ან ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების მიზნით.

მას შემდეგ, რაც გააუქმებთ VEON-ის სერვისებს, თქვენს ინფორმაციას განვათავსებთ სტრუქტურირებულ და ანონიმურ ფორმატში.

როგორ უნდა მართოთ ან წაშალოთ ინფორმაცია

თქვენ შეგიძლიათ თქვენი VEON-ის ანგარიშიდან ინფორმაციის წაშლა ნებისმიერ დროს. თუ თქვენ წაშლით თქვენს ანგარიშს, ჩვენ ავტომატურად წავშლით თქვენ მიერ განთავსებულ ინფორმაციას (როგორიცაა, სტატუსის განახლებები). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სხვა მომხმარებლებზე გაგზავნილი ან მათგან მიღებული ან ამ მომხმარებლებთან გაზიარებული ინფორმაცია (როგორიცაა საკონტაქტო დეტალები, ფოტოები და სხვა მედია ინფორმაცია) შენარჩუნდება ამ მომხმარებლების ანგარიშზე.

თქვენი უფლებები

ბავშვები

VEON არ არის განკუთვნილი 16 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვებზე. ჩვენ არ ვახდენთ 16 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვების პირადი ინფორმაციის გაცნობიერებულად შეგროვებას. თუკი მშობელი ან მეურვე იგებს, რომ მისმა შვილმა მოგვაწოდა ინფორმაცია მათი თანხმობის გარეშე, მათ უნდა მოგვწერონ ელექტრონულ მისამართზე contact@veon.com. ჩვენ წავშლით მსგავს ანგარიშებს და ამ ანგარიშებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ჩვენი სისტემებიდან, შესაბამის გონივრულ ვადაში.

ცვლილებები

ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც წინამდებარე პოლიტიკაში შევიტანთ, გამოქვეყნებული იქნება ამავე გვერდზე. გთხოვთ, ხშირად გადააამოწმოთ იმის სანახავად, რაიმე განახლებები ან ცვლილებები ხომ არ ყოფილა შეტანილი წინამდებარე პოლიტიკაში.

კონტაქტი

კითხვები, კომენტარები და მოთხოვნები ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით მისაღებია და უნდა მიეწოდოს VEON-ის ციფრული მონაცემების დაცვის ოფიცერს მისამართზე DPO@veon.com.

დანართი 1: დამუშავების სამართლებრივი საფუძველი

ბოლო განახლება: 25 მაისი 2018

პირადი ინფორმაციის კატეგორია დამუშავების მიზანი

დამუშავების სამართლებრივი საფუძველი

რეგისტრაციის ინფორმაცია: ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით VEON-ის ანგარიშის რეგისტრაციისას. ეს მოიცავს ინფორმაციას, როგორიცაა სახელი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, პროფილის სურათი, სოციალური ქსელებიდან მიღებული ინფორმაცია (თუკი რეგისტრირდებით თქვენი რომელიმე სოციალური ქსელის ID-ით) და სხვა თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. რეგისტრაციისას შეგიძლიათ აირჩიოთ VEON-ის სხვა სერვისებთან დაკავშირება, როგორიცაა კონტაქტები ან სოციალური მედიის ანგარიშები.

ჩვენ ვამუშავებთ რეგისტრაციის ინფორმაციას, რათა ვამუშაოთ და მოგაწოდოთ VEON.

თუკი აირჩევთ VEON-ის სხვა სოციალურ ქსელებთან დაკავშირებას, ჩვენ განვათავსებთ ამ ინფორმაციას ისე, რომ შეგეძლოთ VEON-ის აქტივობების გაზიარება თქვენს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.

აუცილებელია ჩვენი კონტრაქტისათვის.
მიმოწერის ინფორმაცია: ჩვენ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვინახავთ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ონლაინ სტატუსი, თქვენი სტატუსის ბოლო განახლება, ბოლო მიმოწერა და ინფორმაცია იმაზე, თუ ვისთან გქონდათ მიმოწერა (მათ შორის, ვის დაურეკეთ ან მიწერეთ და ამ მიმოწერებისა და ზარების ხანგრძლივობა) („მიმოწერის ჟურნალი“).

ჩვენ ვამუშავებთ მიმოწერის ინფორმაციას მიმოწერის სერვისის წარმოების მიზნით. ასევე, ვინახავთ მიმოწერას, რათა თქვენთვის ხელმისაწვდომი იყოს მიმოწერის ისტორია და არ იღელვოთ შეტყობინებების დაკარგვაზე.

ჩვენ ვიყენებთ მიმოწერის ჟურნალს, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოგაწოდოთ დამატებითი სერვისები, როგორიცაა მარკეტინგი, თქვენი თანხმობის შემთხვევაში.

ჩვენ ვამუშავებთ მიმოწერის ინფორმაციას (მიმოწერის ჟურნალის გარდა), ვინაიდან ეს აუცილებელია ჩვენი კონტრაქტისათვის.

ჩვენ ვამუშავებთ მიმოწერის ჟურნალს თქვენი თანხმობის საფუძველზე. თქვენ შეგიძლიათ თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს - იხილეთ დამატებითი ინფორმაცია აქ.

მოწყობილობისა და ტექნიკური გამოყენების ინფორმაცია: ჩვენ ვაგროვებთ თქვენ მიერ VEON-ის გამოყენებისას მიღებულ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი პროფილი, ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო კოდი, მობილური ქსელი და დროის სარტყელი. ჩვენ ასევე ვაგროვებთ მოწყობილობის შესახებ ინფორმაციას, როგორიცაა საოპერაციო სისტემები, ბატარეა და სიგნალის სიმძლავრე, მოწყობილობის იდენტიფიკატორები, პარამეტრებისა და პროგრამის სახელები. ჩვენ ვამუშავებთ მოწყობილობისა და ტექნიკური გამოყენების ინფორმაციას, რათა მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენ მიერ გამოყენების სტატისტიკაზე, გავაძლიეროთ ჩვენი პირობები და პოლიტიკები, გავაუმჯობესოთ VEON და მარკეტინგული აქტივობები, მოვახდინოთ შიდა პროცედურების ადმინისტრირება (როგორიცაა, წარმოშობილი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა, მონაცემთა ანალიზი, შემოწმება, კვლევა, სტატისტიკა და გამოკითხვა), შევინარჩუნოთ VEON-ის უსაფრთხოება და დაცულობა (მათ შორის, ანგარიშებისა და აქტივობების გადამოწმება) და სამართლებრივ ვალდებულებებთან შესაბამისობა.

ჩვენ ვამუშავებთ მოწყობილობისა და ტექნიკური გამოყენების ინფორმაციას, ვინაიდან ეს აუცილებელია ჩვენი კონტრაქტისათვის.

აუცილებელია ჩვენი სამართლებრივი ინტერესებისათვის (წარმატებული პროდუქტის შეთავაზებისათვის).

გამოყენების ინფორმაცია: ვაგროვებთ ინფორმაციას გამოყენების შესახებ - სტატისტიკა თუ როგორ იყენებთ აპლიკაციის კონტენტს, სერვისებს, შეთავაზებებს და რეკლამას - და მიმოწერის ჟურნალს.

ჩვენ ვამუშავებთ გამოყენების ინფორმაციას, რათა VEON იყოს გამოსაყენებლად მარტივი და სახალისო. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოგცეთ ინდივიდუალური გამოცდილების საშუალება (მაგალითად, თქვენს „მოწონებებზე“ დაყრდნობით). ჩვენ ასევე გავზომავთ მსგავსი კონტენტის, სერვისების, შემოთავაზებებისა და რეკლამის პოპულარულობასა და ეფექტურობას, რომ ეს შეესაბამებოდეს თქვენ ინტერესებს.

აუცილებელია ჩვენი კონტრაქტისათვის.

აუცილებელია ჩვენი სამართლებრივი ინტერესებისათვის (წარმატებული პროდუქტის შეთავაზებისათვის).

ტრანზაქციების ინფორმაცია: ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ძალებით ყველაფრის გაკეთება, ამიტომაც ვიყენებთ მესამე მხარეს გადახდების დამუშავების მიზნით, და გადახდის შესახებ ყველა ინფორმაცია ექვემდებარება მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ არ შევაგროვებთ ან გამოვიყენებთ თქვენი გადახდების, ანგარიშის ან ბარათის შესახებ ინფორმაციას, თუმცა ჩვენ შევაგროვებთ ინფორმაციას თუ რა სერვისები შეიძინეთ VEON-ის საშუალებით.

ჩვენ ვაგროვებთ ტრანზაქციების ინფორმაციას, რათა უკეთესად მოგარგოთ VEON.

ჩვენ ვიყენებთ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ მონაცემებს, რომ მოგაწოდოთ დამატებითი სერვისები, როგორიცაა მარკეტინგი, თქვენი თანხმობის შემთხვევაში.

აუცილებელია ჩვენი სამართლებრივი ინტერესებისათვის (წარმატებული პროდუქტის შეთავაზებისათვის).

აუცილებელია ჩვენი კონტრაქტისათვის.

დამატებითი ღირებულების სერვისებისათვის, მათ შორის მარკეტინგისათვის. თქვენ შეგიძლიათ თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს - გთხოვთ იხილეთ დამატებითი ინფორმაცია აქ.

შესვლის ინფორმაცია: როცა VEON-ს იყენებთ, ჩვენ ვაგროვებთ თქვენი სერვერიდან შესვლის ინფორმაციას, რაც შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას, როგორიცაა მოწყობილობის IP მისამართი, გამოყენების თარიღი და დრო, აპლიკაციის ფუნქციები, აპლიკაციის შეფერხებები და სხვა სისტემური აქტივობები, და მესამე მხარის სერვისები, რომელსაც VEON-მდე იყენებდით. ჩვენ ვამუშავებთ რეგისტრაციის ინფორმაციას, რომ ვამუშაოთ და მოგაწოდოთ VEON. აუცილებელია ჩვენი კონტრაქტისათვის.

ადგილმდებარეობის ინფორმაცია: VEON აგროვებს ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ შემდეგით:

  • IP მისამართის წარმომავლობა, საიდანაც დაკავშირება მოახდინეთ;

  • თქვენი თანხმობის შემთხვევაში (თქვენი მობილური სისტემით მიღებით), თქვენი მოწყობილობის გლობალური პოზიციონირების სისტემით (GPS), VEON-ის წინა ან უკანა პლანზე მუშაობის დროს.

(ერთად, “ადგილმდებარეობის ინფორმაცია”).

ჩვენ (და ჩვენი სერვისის მომწოდებლები) ვიყენებთ თქვენი ადგილმდებარეობის ინფორმაციას, რათა მოგაწოდოთ ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული ინსტრუმენტები და ფუნქციები („ადგილმდებარეობის ფუნქციები“).

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ მოგაწოდებთ VEON-ის ახლომდებარე ინდივიდუალური ან დამატებითი სერვისების (მათ შორის, მარკეტინგი) („ადგილმდებარეობის დამატებითი სერვისები“) შესახებ ინფორმაციას. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია, თქვენი მიერ გამოყენებული VEON-ის კონტენტის და სერვისების გაუმჯობესების ან ლოკალიზების მიზნით.

ჩვენ ვამუშავებთ ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას თქვენი თანხმობის საფუძველზე.

თუ თქვენ არ გსურთ თქვენი GPS ადგილმდებარეობის ჩვენთან გაზიარება ან რომელიმე ადგილმდებარეობის ფუნქციის გამოყენება, შეგიძლიათ სატელეფონო მოწყობილობაზე GPS ფუნქციის გათიშვა ან შესაბამისი ადგილმდებარეობის ფუნქციების გამორთვა VEON-ის აპლიკაციაში.

თუ გსურთ თქვენი თანხმობის გაუქმება ჩვენ მიერ თქვენი ადგილმდებარეობის გამოყენებისა და მისი დამატებითი სერვისების უზრუნველყოფის შესახებ, ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ - დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

დანართი 2: ქვეყნის შესაბამისი სპეციფიკური მახასიათებლები

კალიფორნიის მაცხოვრებლები

კალიფორნიის “Shine the Light” კანონის თანახმად, კალიფორნიის მაცხოვრებლები, რომლებიც გასცემენ პირად ინფორმაციას, პერსონალური, ოჯახის ან საოჯახო გამოყენების პროდუქტების ან სერვისების მიღების დროს, უფლებამოსილნი არიან, წელიწადში ერთხელ მოითხოვონ და ჩვენგან მიიღონ მომხმარებლის ინფორმაცია, რომელსაც ვაზიარებთ სხვა ბიზნესებთან მათი პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის. არსებობის შემთხვევაში, ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მომხმარებლის ინფორმაციის კატეგორიებს, ასევე იმ ბიზნესების სახელებსა და მისამართებს, რომელთანაც გავაზიარეთ მომხმარებლის ინფორმაცია, ყოველი წლის დასაწყისამდე (მაგალითად, 2017-ში გაკეთებული მოთხოვნა მიიღებს ინფორმაციას 2016 წლის გაზიარების შესახებ). გთხოვთ წარადგინეთ თქვენი მოთხოვნა შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე DPO@veon.com. ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ “Shine the Light” კანონი ყველა სახის ინფორმაციის გაზიარებაზე არ ვრცელდება, ამიტომაც ჩვენს წერილში მოცემული იქნება მხოლოდ ის გაზიარებული ინფორმაცია, რომელზეც კანონი ვრცელდება.

რუსეთი

ჩვენი აპლიკაციის მომხმარებლებისათვის, რომელთაც ჩამოტვირთეს აპლიკაცია რუსეთის Appstore-დან და Playstore-დან, ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას, პირველ რიგში, რუსეთში განლაგებულ მონაცემთა ბაზებზე და სერვერებზე, თუმცა მსგავსი ინფორმაცია შედეგად შეიძლება გადაიცეს რუსეთის გარეთ.